ჩვენი მრავალფეროვანი უფასო სერვისები კიდევ უფრო სასიამოვნოსა და კომფორტულს გახდის თქვენს სასტუმრო „როალში“ სტუმრობას.  უფასო სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ,  მიმართოთ სასტუმროს რეცეფციას.

დაჯავშნეთ ნომერი სასტუმრო როიალში

ბათუმი პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია, რომელსაც მილიონობით ტურისტი სტუმრობს ყოველწლიურად. აქედან გამომდინარე, ქალაქში კომფორტული და ხარისხიანი განთავსების ადგილის პოვნა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით კი მაღალი ტურისტული სეზონის დროს.   გირჩევთ სასტუმრო ნომერი პირდაპირ ჩვენი ვებ-გვერდიდან დაჯავშნოთ, სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი სპეციალური შეთავაზებებით, გადაიხადოთ ონლაინ ან დაჯავშნოთ ნომერი და გადაიხადოთ მოგვიანებით სასტუმროში შემოსვლის დროს. ამისთვის თქვენ მხოლოდ დაგჭირდებათ აირჩიოთ  ნომრის სასურველი კატეგორია,  შესვლისა და გამოსვლის თარიღი და სტუმრების რაოდენობა. ამის შემდეგ, თქვენ  ელექტრონულად მიიღებთ ჯავშნის დასტურს, რის შემდეგაც შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი ვიზიტი ბათუმში შეუდარებლად ჩაივლის.

სასტუმროს ნომრის დაჯავშნისთვის:

  • შეავსეთ დაჯავშნის ფორმა ჩვენს ვებ-გვერდზე
  • დარეკეთ: +995 422 27 44 44  ან
  • გამოაგზავნეთ ჯავშნის მოთხოვნა ელფოსტაზე: info@royalhotel.ge

 

ჩვენი უპირატესობები

  • ჩვენს სასტუმროში დარჩენით თქვენ ზოგავთ დროს და ენერგიას, რომელიც განთავსების ადგილის შერჩევის პროცესში უნდა დახარჯოთ. დარწმუნებულები ვართ, რომ სასტუმრო როიალი შესანიშნავი არჩევანი იქნება თქვენთვის.
  • მოსახერხებელი და მყისიერი დაჯავშნა. სასტუმროს ნომრის დაჯავშნა ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ, რისთვისაც მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა დაგჭირდებათ. დაჯავშნის მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი ბათუმში ვიზიტი კომფორტული და სასიამოვნო იქნება. გარდა ამისა, ჩვენი ვებ-გვერდიდან დაჯავშნის პროცესში შეგიძლიათ დამატებითი სერვისები შეუკვეთოთ.
  • გადახდის მარტივი და მოსახერხებელი მეთოდები. სასტუმრო ნომრის ღირებულების გადახდა შეგიძლიათ, როგორც ნაღდი ფულით, ისე ბარათით, წინასწარ, სასტუმრო ნომრის დაჯავშნის პროცესში ან მოგვიანებით, სასტუმროში შესვლისას.
  • სპეციალური აქციები და ფასდაკლებები. ჩვენ ჩვენს ერთგულ სტუმრებს სპეციალურ პირობებსა და ფასდაკლებებს ვთავაზობთ, რომლით სარგებლობა სასტუმროში დარჩენის დროსაა შესაძლებელი.
  • ცხოველებისთვის მეგობრული გარემო. სასტუმრო როიალი მზად არის გიმასპინძლოთ თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად. ამისთვის საჭიროა წინასწარ გაესაუბროთ სასტუმროს რეცეფციას და გაეცნოთ შინაურ ცხოველებთან ერთად განთავსების წესებს და პირობებს.

დაათვალიერე ნომრები