სასტუმროში Royal Casino&Hotel შინაურ ცხოველებთან

ერთად განთავსების შემდეგი წესები მოქმედებს:

 

ზოგადი წესები:

  1. სასტუმროში სტუმართან ერთად შესაძლებელია შინაური ცხოველების განთავსება: დეკორატიული ჯიშის კატა ან ძაღლი არაუმეტეს 6კგ წონისა - თითო ნომერში შესაძლებელია ერთი ცხოველის ყოლა. ასევე შესაძლებელია სპეციალური საჭიროებების მქონე პირების თანმხლები, დამხმარე ან სამსახურეობრივი დანიშნულების მქონე ძაღლების განთავსება. დეკორატიული ჯიშის ძაღლის განთავსება ნომერში შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე შესაძლებელია მხოლოდ სამსახურეობრივი დანიშნულების ძაღლების განთავსება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს, რომ ძაღლის პატრონი არის აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური კინოლოგიური სამსახურის თანამშრომელი, ხოლო ძაღლს გავლილი აქვს სპეციალური წვრთნა. სპეციალური საჭიროების მქონე პირების თანმხლები ძაღლის ყოლის შემთხვევაში საჭიროა სტუმარმა წარადგინოს შეზღუდული შესაძლებლობებისა და მხედველობის პრობლებმის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე ძაღლის სპეციალური წვრთნის დოკუმენტი.
  2. სასტუმროში ცხოველთან ერთად განთავსების შემთხვევაში, სტუმარი ვალდებულია გაეცნოს “ცხოველთან ერთად განთავსების წესებს” და ხელმოწერით დაადასტუროს თანხმობა.
  3. ცხოველებთან ერთად განთავსება შესაძლებელია საერთაშორისო ვეტერინარული პასპორტის წარდგენის შემთხვევაში (პასპორტის ფორმა და ფორმულირება დადგენილია საერთო ვეტერინარული (ვეტერინარულ-ჰიგიენური) წესდებით, რომელიც არეგულირებს ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ საკითხებს და რომელიც შეიცავს ცხოველის მონაცემებს, ინფორმაციას პატრონის შესახებ და ასევე ჩატარებული სავალდებულო ვაქცინაციისა და აცრის მონაცემებს. ცოფის აცრის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 30 დღისა და არაუმეტეს 12 თვის განთავსებამდე.
  4. ცხოველის მფლობელმა დაჯავშნამდე წინასწარ უნდა გააფრთხილოს სასტუმროს ადმინისტრაცია ცხოველთან ერთად განთავსების მოთხოვნის შესახებ. ამასთანავე, სტუმარი ვალდებულია სასტუმროს მიაწოდოს ინფორმაცია ცხოველის შესახებ (ჯიში, ასაკი, ზომა, წონა და სხვა მონაცემები) და დააზუსტოს ხომ არ მოქმედებს დამატებითი პირობები/შეზღუდვები განთავსების პერიოდში.
  5. ცხოველთან ერთად განთვასებაზე მოქმედებს ტარიფი: ნებისმიერი კატეგორიის ნომრის ღირებულება + 100 ლარი განთავასების მთელი პერიოდის მანძილზე.
  6. ცხოველთან ერთად განთავსების შემთხვევაში შემოთავაზებულია სტანდარტული ტიპის ნომერი.

 

ცხოველის მფლობელის ვალდებულება სასტუმროს წინაშე:

  1. სტუმარს თან უნდა ჰქონდეს სპეციალური კონტეინერი (გალია) ცხოველისთვის და სპეციალური ნოხი ძილისთვის.
  2. ცხოველის კვებისთვის სტუმარი ვალდებულია იქონიას სპეციალური ჭურჭელი.
  3. ცხოველის ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რომელთათვისაც გარეთ გაყვანა არ არის აუცილებელი, თან უნდა იქონიოთ სპეციალური ატრიბუტები.
  4. სტუმარი ვალდებულია გაასეირნოს ძაღლი ალიკაპით, საყელოთი და საბელით, ან ხელში აყვანილი.
  5. ყოველდღიური დასუფთავების ან მსუბუქი სარემონტო სამუშაოების დროს სტუმარი ვალდებულია უზრუნველყოს ნომრიდან ცხოველის გაყვანა, ხოლო კარებზე გამოაკრას შესაბამისი საინფორმაციო განცხადება. თუკი კარზე არ იქნება გამოკრული შესაბამისი განცხადება, ზემოაღნიშნული სამუშაოები არ ჩატარდება.
  6. ნომერში ცხოველის მარტო დატოვების შემთხვევაში სტუმარი ვალდებულია მოათავსოს ის სპეციალურ გალიაში და შეატყობინოს სასტუმროს პერსონალს.

 

სასტუმროს მიერ დაწესებული შეზღუდვები ცხოველის ყოლის შემთხვევაში:

  1. აკრძალულია სასტუმროს განკარგულებაში მყოფ სპორტულ ობიექტებზე, საბავშვო მოედნებსა და ბალახის საფარზე ცხოველის გასეირნება. სტუმარი ვალდებულია სასტუმროს ტერიტორიაზე შეინარჩუნოს სისუფთავე ცხოველის ზედამხედველობის პროცესში.
  2. აკრძალულია ცხოველის კვება ან წყლის მიწოდება სასტუმროს ჭურჭლით.
  3. აკრძალულია ცხოველის დაბანა ნომრის აბაზანაში, მისი მოვლისთვის სასტუმროს მიერ მოწოდებული პირსახოცის ან და სხვა ნივთის გამოყენება.
  4. აკრძალულია ცხოველის დავარცხნა, ბეწვის შეჭრა (გაპარსვა და ბეწვის მოცილება) და ასევე ფრჩხილების მოქნა სასტუმროს ნომერში.
  5. აკრძალულია ცხოველის მარტო დატოვება ნომერში სპეციალურ კონტეინტერში მოთავსების გარეშე (გალიაში).
  6. ცხოველთან ერთად აკრძალულია საერთო სასადილო და მოსასვენებელ სივრცეებში, სპა და სხვა სპეციალიზირებულ საერთო დაწესებულებებში ვიზიტი.

 

 სტუმრის პასუხისმგელობა:

  1. ნომერში ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პატრონს.
  2. სტუმარი ვალდებულია აანაზღაუროს ცხოველის მიერ სასტუმროს ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში ნებისმიერი ზარალი. ცხოველის მიერ სასტუმროსთვის მიყენებული ზარალის შემთხვევაში, სტუმარი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ზიანი, შესაბამისი ოდენობის თანხის დაფარვის გზით.
  3. ყველა რისკზე, რომელიც დაკავშირებულია ცხოველის ქცევასთან სასტუმროში განთავსების დროს - სასტუმროს სხვა სტუმრების ან პერსონალის ქონების ან ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანებაზე პასუხს აგებს პატრონი.

 

სადაზღვევო დეპოზიტის შეტანისა და დაბრუნების პროცედურა:

  1. სასტუმროში ცხოველთან ერთად განთავსების შემთხვევაში, სტუმარი რეცეფციაზე იხდის სადაზღვევო დეპოზიტს 250 ლარის ოდენობით, რომელიც მოქმედებს, როგორც ცხოველის მიერ სასტუმროში განთავსების პერიოდში მიყენებული შესაძლო ზიანის ანაზღაურების გარანტია.
  2. სასტუმროდან გასვლის დროს, სტუმარმა უნდა გადააბაროს ნომერი პერსონალს. სასტუმროს (ოთახის) დაზიანების შემთხვევაში, თანამშრომელი ადგენს სპეციალურ დოკუმენტს, რომელშიც ასახული იქნება ზარალის ოდენობა პრეისკურანტთან შესაბამისად.
  3. ზარალის არარსებობის შემთხვევაში, სასტუმრო უბრუნებს სტუმარს დეპოზიტის თანხის სრულ რაოდენობას.

 

სასტუმრო იტოვებს უფლებას გააუქმოს შეთანხმება ცხოველის თანმხლებ სტუმართან, იმ შემთხვევაში თუ:

  1. დაირღვევა ზემოაღნიშნული წესები
  2. ცხოველის აგრესიული, ხმაურიანი, არაადეკვატური ქცევის შემთხვევაში.

დაათვალიერე ნომრები