ახალი, მაღალი კლასის სასტუმრო (ТОП-ОТЕЛЬ) ბათუმში

ადგილი, სადაც მუდამ გელიან!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასტუმრო როიალში!

მოგესალმებით ჩვენს სტუმართმოყვარეობით გამორჩეულ სასტუმროში, რომელიც ძველი ბათუმის შუაგულში, ევროპის ცნობილ მოედანზე მდებარეობს. ოთახის ნომრიდან შეგიძლიათ დატკბეთ გამორჩეული შენობების და 130 მეტრის სიმაღლის მედეას ქანდაკების ულამაზესი ხედებით, რომელზედაც ქართველმა მოქანდაკემ, დავით ხმალაძემ იმუშავა.

სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზეა ქალაქის ცენტრალურ ქუჩები. აქ სეირნობა თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს და თქვენ ისევ გაგიჩნდებათ აქ დაბრუნების სურვილი.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენნმა სტუმრებმა თავი მყუდროდ და კომფორტულად იგრძნონ. სასტუმროში 35 კარგად აღჭურვილი ნომერია, სადაც ყველაფერი თქვენს სრულყოფილ დასვენებაზეა გათვლილი. ყველა ნომერში თქვენ გელოდებათ რბილი ქსოვილისგან დამზადებული ხალათები (махровые халаты), არაჩვეულებრივი თეთრეული, ბალიშების არჩევანი, ჩაის კუთხე და ბევრი სხვა სასიამოვნო დეტალი, რომელიც აუცილებლად გაგახარებთ. თქვენ უდაოდ დააფასებთ ჩვენს მრავალფეროვან „შვედური მაგიდის“ საუზმეს, (завтрак "шведский стол"), უგემრიელეს ქართულ ღვინოებს, საავტორო კოქტეილებს და რა თქმა უნდა 24 საათიან ოთახის მომსახურებას.

სპაში შეგიძლიათ დაისვენოთ და მოდუნდეთ. ჩვენი სპეციალისტები მზად არიან ახალი ძალა და ენერგია გააღვიძონ თქვენში. დატვირთული ბათუმური დღის შემდეგ აქ მარტივად შეძლებთ ძალების აღდგენას.

ნებისმიერ ნომერში დაბინავებისას ჩვენ მაღალი დონის ცხოვრებას გპირდებით. ღამის ღრმა ძილის შემდეგ, დილით თავს აუცილებლად დასვენებულად და ენერგიულად იგრძნობთ.

ყველა ნომერში ქართველი ხელოვანის, ნაი კაკაბაძის საავტორო ნამუშევრები გელოდებათ. თითოეული ნამუშევარი ექსპლუზიურად ჩვენი სასტუმროსთვის შეიქმნა.

გვიხარია თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობა რომ მოგვეცა. შესანიშნავ დასვენებას გისურვებთ!

მე და ჩემი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ თავი ყველაზე სასურველ სტუმრად იგრძნოთ!

დაათვალიერე ნომრები