ლუქსის კატეგორიის ნომერში თქვენ გელოდებათ სადა და დახვეწილ ფერთა გამაში შესრულებული ინტერიერი და მყუდრო და კომფორტული გარემო. იდეალურია, როგორც საქმიანი ვიზიტისთვის, ისე კომფორტული დასვენების მოყვარულთათვის. 46.3 კვ.მ ნომერში განთავსებულია 1 ორადგილიანი საწოლი და მისაღები ოთახი, რომელიც კომფორტული დივანით, 2 სავარძლით და ჟურნალის მაგიდითაა აღჭურვილი. სასტუმრო ნომრის აივნიდან ულამაზესი ხედი იშლება ქალაქზე.
ფართობი: 46.3 კვ.მ.
7 წლამდე ბავშვების განთავსება უფასოა.