ჩვენი ყველაზე გამორჩეული საპრეზიდენტო ლუქსის კატეგორიის ნომერი მათთვისაა, ვინც აფასებს მდიდრული ელემენტებით გაფორმებულ გარემოს და დიდი სივრცეს. ნომერში მაღალი ჭერი და დიდი პანორამული ფანჯრები დაგხვდებათ, ხოლო ნომრის ინტერიერი სადა და დახვეწილ ფერთა გამის გამოყენებით არტ-დეკოს სტილშია შესრულებული. აქ თქვენ გელოდებათ მისაღები ოთახი, სასადილო ზონა, გარდერობის ოთახი და ჯაკუზით აღჭურვილი სააბაზანო. ისიამოვნეთ ჭიქა ღვინით აივანზე, საიდანაც მოსჩანს ევროპის მოედანი თავისი შადრევნებით, ლეგენდარული მედეას ქანდაკება, ქალაქისთვის დამახასიათებელი ვიტრაჟიანი შენობები და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა.
მნიშვნელობა არა აქვს ქალაქში დასასვენებლად, თუ საქმიანი ვიზიტით იმყოფებით. საპრეზიდენტო ლუქსის ნომერში თქვენი გამოცდილება გამორჩეული და დაუვიწყარი იქნება.
ფართობი: 105.7 კვ.მ
7 წლამდე ბავშვების განთავსება უფასოა.